სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი
დეკანის ბრძანება
№ 15/29 - 01
02.09.2026
ქ.თბილისი
სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე 2026-2027 სასწავლო წელს ერთწლიან სამაგისტრო პროგრამებზე მისაღები გასაუბრების კომისიების შექმნის შესახებ
„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის მესამე პუნქტის „ა“, „ე“ და „თ“ ქვეპუნქტების, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-18 მუხლის მე-4 პუნქტის, 21-ე მუხლის მე-5 პუნქტის „ა“, „კ“ ქვეპუნქტისა და მე-6 პუნქტის საფუძველზე,
ვბრძანებ:
1. შეიქმნას ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე 2026-2027 სასწავლო წელს ერთწლიან სამაგისტრო პროგრამებზე მისაღები გასაუბრების კომისიები შემდეგი შემადგენლობით:
1.1 ადამიანური რესურსების მართვის სამაგისტრო პროგრამაზე მისაღები გასაუბრების კომისია:
ა) ასოცირებული პროფესორი მერაბ ხოხობაია - დეკანი, კომისიის თავმჯდომარე;
ბ) პროფესორი გიორგი ღაღანიძე
გ) ასოცირებული პროფესორი ნატალია ხარაძე;
დ) ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის მთავარი სპეციალისტი ელისო კვირკაშვილი - კომისიის მდივანი
1.2 ხელოვნების მენეჯმენტის სამაგისტრო პროგრამაზე მისაღები გასაუბრების კომისია:
ა) ასოცირებული პროფესორი მერაბ ხოხობაია - დეკანი, კომისიის თავმჯდომარე;
ბ) პროფესორი გიორგი ღაღანიძე;
გ) ასოცირებული პროფესორი გელა გრიგოლაშვილი;
დ) ასისტენტ-პროფესორი დეა ფირცხალაიშვილი;
ე) ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის მთავარი სპეციალისტი ელისო კვირკაშვილი - კომისიის მდივანი
1.3 ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკა საჯარო მმართველობაში სამაგისტრო პროგრამაზე მისაღები გასაუბრების კომისია:
ა) ასოცირებული პროფესორი მერაბ ხოხობაია - დეკანი, კომისიის თავმჯდომარე;
ბ) პროფესორი გიორგი ღაღანიძე;
გ) ასოცირებული პროფესორი ბადრი რამიშვილი;
დ) სოციალური მეცნიერების დოქტორი კონსტანტინე პეტრიაშვილი;
ე) ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის მთავარი სპეციალისტი ელისო კვირკაშვილი - კომისიის მდივანი
1.4 საექსპორტო სტრატეგიების მენეჯმენტის სამაგისტრო პროგრამაზე მისაღები გასაუბრების კომისია:
ა) ასოცირებული პროფესორი მერაბ ხოხობაია - დეკანი, კომისიის თავმჯდომარე;
ბ) პროფესორი გიორგი ღაღანიძე;
გ) ასოცირებული პროფესორი ბადრი რამიშვილი;
დ) ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის მთავარი სპეციალისტი ელისო კვირკაშვილი - კომისიის მდივანი.
2. სამაგისტრო პროგრამებზე მისაღები გასაუბრება (ქ. თბილისი, უნივერსიტეტის ქ.№19 კორპუსი 10, ოთახი 204) ჩატარდება შემდეგი განრიგით:
2.1 ერთწლიანი სამაგისტრო პროგრამა - ადამიანური რესურსების მართვა - 16.09.2026; 15:00 სთ;
2.2 ერთწლიანი სამაგისტრო პროგრამა - საექსპორტო სტრატეგიების მენეჯმენტი - 16.09.2026; 15:30 სთ.
2.3 ერთწლიანი სამაგისტრო პროგრამა - ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკა სჯარო მმართველობაში - 16.09.2026; 16:00 სთ;
2.4 ერთწლიანი სამაგისტრო პროგრამა - ხელოვნების მენეჯმენტი - 16.09.2026; 16:30 სთ.
3. წინამდებარე ბრძანების ფაკულტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს ფაკულტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს.
4. ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
დეკანი, ასოცირებული პროფესორი მერაბ ხოხობაია